2016-09-07

აკადემიური პერსონალის წარმომადგენლობითი მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქ. ვილნიუსში...

აკადემიური პერსონალის წარმომადგენლობითი მონაწილეობა საერთაშორისო    სიმპოზიუმზე ქ. ვილნიუსში ...

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ექვსი წარმომადგენელი შვიდი მოხსენებით წარდგა 2016 წლის 24-26 აგვისტოს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტში (Mykolas Romeris University, Vilnius, Lithuania) ბიზნეს სისტემების ლაბორა­ტო­რიის მიერ ორგანიზებულ მე-4 საერთაშორისო   სიმპოზიუმზე „ბიზნეს სისტემების მართვა. სის­ტე­მური აზროვნების თეორიები და გამოწვევები პრაქტიკაში“ ( Business Systems Laboratory 4th International Symposium “GOVERNING BUSINESS SYSTEMS. THEORIES AND CHALLENGES FOR SYSTEMS THINKING IN PRACTICE"). სიმპოზიუმის თავმჯდომარეობდა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი აელიტა სკარზაუსკიენე ( Conference Program Chair - Professor Aelita Skarzauskiene , Mykolas Romeris University, Vilnius, Lithuania ) , ხოლო სამეცნიერო დირექტორი იყო პროფესორი განდოლფო დომინიჩი ( Professor Gandolfo Dominici, Scientific Director B.S. Lab. University of Palermo, Italy ) .   სიმპოზიუმში მონაწილეობდა 26 ქვეყნის 60-ზე მეტი წარმომადგენელი.

აღნიშნულ ფორუმზე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან წარდგენენ:

1.   ასოც . პროფ. ინეზა გაგნიძე - „სამეწარმეო უნივერსიტეტი - კლასტერის წარმატების განმაპირობებელი ქვესისტემა“ ( Entrepreneurial University – Subsystem Determining the Success of Clusters );

2.   ასოც . პროფ. ირინა გოგორიშვილი - „კომპანიის მისიისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა ბიზნეს-ინჟინერინგში“ ( Defining Company Mission and Social Responsibility in Business Engineering" ; თანაავტორი: ეად. მარინა მეტრეველი);  

3.   ასოც. პროფ. ნინო პაპაჩაშვილი - ,, გლობალური სავაჭრო წესრიგი : დოჰას რაუნდის გაკვეთილები “ (Global Trade Order: The lessens from Doha Raund);

4.   ასოც . პროფ. ეკა სეფაშვილი - „გლობალიზებული მსოფლიო ეკონომიკა, ინოვაციები და ნაციონალური პოლიტიკები ეკონომიკური ზრდისთვის“ ( Globalized World Economy, Innovations and National Policies for Economic Growth );

5.   ასისტენტ პროფესორი რუსუდან სეთურიძე - (1) „ ERP სისტემის როლი ქართული კომპანიების წარმატებულ მართვაში “ ( Role of the ERP Systems in the Successful Management of Georgian Companies”); (2) „სოფლის მეურნეობა, როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტი“ (Agriculture, as the Priority of the Economic Development of Georgia) ( თანაავტორი ასისტენტ პროფესორი ეილა ქადაგიშვილი );

6.   ასისტენტ პროფესორი მაია სეთური - წარმატებული ბრენდის ზოგიერთი ასპექტი (თბილისის სამომხმარებელო ბაზარზე) ( Some Aspects of Successful Brand (at Tbilisi consumer’s market ) .

 

წარდგენილ მოხსენებებს შორის 5 სასტენდო მოხსენება იყო. როგორც სექციური, ასევე სასტენდო მოხსენებები მოექცა სიმპოზიუმის მონაწილეთა ინტერესის არეალში, დაისვა მრავალი შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხი გაიცა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიტველი მასპინძლების, სიმპოზიუმის თავმჯდომარის პროფესორ აელიტა სკარზაუსკიენე სა ( Professor Aelita Skarzauskiene) და ამავე უნივერსიტეტის კვლევის ხარისხისა და ანალიზის ოფისის ხელმძღვანელის, ვიცე-რექტორის მოადგილის კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ნომედა გუდელიენეს ( Nomeda Gudeliene – Head of Research Quality and Analysis Office, Deputy Vice-Rector for R esearch and International Relations ) გულთბილი შე ხვედრები. მათი მხრიდან გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი ევროპულ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობისა და ერთობლივი ნაშრომების წარდგენის მიმართულებით.

მისასალმებელია, რომ ბიზნეს სისტემების ლაბორა­ტო­რიის ( Business Systems Laboratory) მიერ ორგანიზებულ ყველა სიმპოზიუმში თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილობა და წლიდან-წლამდე იზრდება მონაწილეთა რაოდენობა.

ორ მხარეს შორის ოთხწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ფაკულტეტის ორი ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე და ნინო პაპაჩაშვილი არჩეულია ამ საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრებად ( http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=52&Itemid=58&lang=en ).   

ასოც. პროფ. ი. გაგნიძე არჩეულია ამ საზოგადოების მიერ დაარსებულ „ბაზრებისა და ბიზნეს სისტემების საერთაშორისო   ჟურნალი“-ს ( ISSN online: 2056-4120
ISSN print: 2056-4112
)
სარედაქციო საბჭოში ( http://www.inderscience.com/jhome.php?jcode=ijmabs ).  

ახლახანს ამ ჟურნალის 2016 წლის პირველ   ნომერში გამოქვეყნდა ასოც. პროფ. ი. გაგნიძისა და ნ. მაისურაძის ერთობლივი სტატია „ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების სისტემური ეფექტები. მოსაზრებები საქართველოს ეროვნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემისთვის“ ( Systemic effects of international educational and scientific links. Proposals for the development of educational and scientific national system in Georgia DOI : 10.1504/IJMABS.2016.078102 ; http://www.inderscience.com/offer.php?id=78102 ).

ასოც. პროფესორი ინეზა გაგნიძე ასევე დაინიშნა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საზოგადოების „კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის“ დირექტორად ( http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=159&Itemid=101&lang=en ).

მიღწეული შედეგები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სამომავლოდ სამეცნიერო კავშირები უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ახალი მიმართულებებით.

მადლობა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ხელშეწყობისთვის.

 

 


 


Print

« იხ. ყველა სიახლე