ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-18

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

2015 წლის 17 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და ფაკულტეტის თანამშრომლები ჯავახეთში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრენ, სადაც ამ დროისათვის სხვადასხვა ასაკის 150-მდე ბავშვი ცხოვრობს.  მათ პატარებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მიერ შეგროვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები, სასწავლო და საკანცელარიო ნივთები, კვების პროდუქტები და ტკბილეული ჩაუტანეს. დაუვუწყარი იყო ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მადლიერი და სითბოთი აღსავსე თვალები. ისინი სტუმრებს ლექსებით და სიმღერებით გაუმასპინძლდნენ.



















Print

« იხ. ყველა სიახლე