"ბიზნეს ქეისი"-ს გამარჯვებულები სტაჟირებას პრესტიჟულ კომპანიებში გაივლიან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობა აქტიურად არის ჩართული სტუდენტური-სამეცნიერო პროექტების განმხორციელებაში, რაც სასწავლო პროცესის სრულყოფას, სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და ბიზნეს სექტორთან სტუდენტების კოორდინაციას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, 29 დეკემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტი "ბიზნეს ქეისი" გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტებს, როგორც ბიზნეს სექტორის მომავალ წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ წარმოედგინათ მათთვის პრიორიტეტული ბიზნეს სფერო, ჩამოეყალიბებინათ კონკრეტული პროდუქტისა და მომსახურების ბიზნეს გეგმა და მარკეტინგული სტრატეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ "ბიზნეს ქეისის" ფარგლებში, ფაკულტეტზე პირველად შედგა სტუდენტური კონფერენცია ინგლისურ ენაზე, რამაც გარკვეული თვალსაზრისით, ნათელი გახადა ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო ბიზნეს სექტორში ინტეგრირებისათვის. პროექტი ემსახურებოდა თსუ-ს სტუდენტთა დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას, ასევე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და თანამშრომლობის ამაღლებას. სწორედ ამ მიზნით, გამარჯვებული გუნდებისათვის პრიზად დაწესდა სტაჟირების გავლა ქალაქ თბილისის მერიის მარკეტინგის განყოფილებაში, ეკონომიკური რადიო "კომერსანტის" საინფორმაციო განყოფილებაში, და ასევე კომპანია "ნატახტარისა" და "ბარამბოს" მარკეტინგულ განყოფილებებში.
პროექტის ინოვაციურობისა და მნიშვნელოვნების გამო, პროექტის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის არა მხოლოდ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, არამედ პირველკურსელებმაც. ფინალურ ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა ხუთ-ხუთი სტუდენტისგან დაკომპლექტებული შვიდი გუნდი. სტუდენტებმა მოხსენებები ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს, პრეზენტაციის შემდგომი დისკუსიაც ასევე ინგლისურ ენაზე წარიმართა.
სტუდენტების მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს ფაკულტეტის პროფესორებისა და მოწვეული სტუმრებისაგან შემდგარი ჟიური აფასებდა: მარკეტინგის კათედრის გამგე, სრული პროფესორი - ნუგზარ თოდუა, ხარისხის მართვის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - ეკა ლეკაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის სრული პროფესორი - თეიმურაზ შენგელია, მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი, პროექტის მრჩეველი - ჩარიტა ჯაში, ასევე თბილისის მერიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი - ენრი დოლიძე და საქართველოს ბიზნეს კონსალტინგის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელი - ირაკლი ლექვინაძე,.
კონფერენციას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნული ინიციატივის გამო მოწონება გამოხატა. მისი თქმით, სტუდენტთა დასაქმების ხელშესაწყობად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ნამდვილად პრიორიტეტულია მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზება, ურთიერთთანამშრომლობა როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორთან.. ბატონმა ალექსანდრემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქალაქ თბილისის მერიას, ასევე მერიის მარკეტინგის სამსახურის უფროსს - ენრი დოლიძეს სტუდენტური პროექტების აქტიური მხარდაჭერისათვის. ბატონმა რექტორმა ასევე აღფრთოვანებით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ მომავალი ეკონომისტები საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობენ უცხო ენებს, რაც მათ კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების დიდ შესაძლებლობებს აძლევს. სტუდენტებს მიმართა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლმაც, ქალბატონმა ელენე ხარაბაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა ფაკულტეტისათვის პროექტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა სტუდენტურ თვითმმართველობასა და პროექტის ხელმძღვანელს – თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტს თინათინ ახვლედიანს.
"ჩვენი ფაკულტეტისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ყველა ის ღონისძიება, რომელიც სტუდენტთა ცოდნის რეალიზებას, მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და რაც მთავარია, სტუდენტთა დასაქმებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმებას ვგეგმავთ, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზენს სექტორის წარმომადგენელ კომპანიებთან" - განაცხადა ქალბატონმა ელენე ხარაბაძემ.
იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებმა პროექტის დავალებას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი და ძალიან მაღალ დონეზე წარმოადგინეს ბიზნეს გეგმებისა და მარკეტინგული სტრატეგიის პრეზენტაციები, გამარჯვებული გუნდების გამოვლენა არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, მესამე ადგილი დაიმსახურა პირველი კურსის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა “Y A P”, რომლის წევრებსაც ქალაქ თბილისის მერიისაგან საჩუქრად გადაეცათ წიგნები და მაისურები თბილისის ახალი სლოგანის გამოსახულებით. მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა -“SWEETEAM”, რომლის წევრები სტაჟირებას გაივლიან თბილისის მერიის მარკეტინგის განყოფილებასა და რადიო კომერსანტის საინფორმაციო განყოფილებაში. პირველი ადგილი კი მოიპოვა გუნდმა “ BUZINESS STORMING”, რომლის წევრებიც, მესამე კურსის სტუდენტები: ნათია ფურცხვანიძე, თეიმურაზ ბაბუციძე, მარიამ პანკელაშვილი, თამარ შოშიტაშვილი და გიორგი ტყეშელიაძე სტაჟირებას კომპანია "ბარამბოსა" და "ნატახტარის" მარკეტინგულ განყოფილებებში გაივლიან.
სტუდენტური პროექტი ,,ბიზნეს–ქეისი“ თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ინიცირებულ მრავალ ღონისძიებას შორის იმით გამოირჩეოდა, რომ აქ მონაწილეობას იღებდნენ საკუთარი სამეწარმეო შესაძლებლობების რეალიზაციის მსურველი სტუდენტები. რეალურად, სტუდენტებს ჰქონდათ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის, საკუთარი კონკურენტული უნარ-ჩვევების, კრეატიული იდეების დემონსტირების შესაძლებლობა. ამასთანავე, სტუდენტებმა დიდი გამოცდილება მიიღეს ჯგუფური მუშაობის და ჯგუფური პრეზენტაციის შემუშავების და წარდგენის თვალსაზრისითაც.
კონკურსში სტუდენტთა თვითრეალიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს და მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ საკონკურსო ჟიურში ფაკულტეტის პროფესურასთან ერთად, წარმოდგენილნი იყვნენ დამსაქმებლები ბიზნეს სექტორიდან, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს სტუდენტების მომზადების დონეს. _"ამ ტიპის ღონისძიებებით, დამსაქმებელთა თანდათანობითი მოზიდვის და სასწავლო პროცესთან მათი დაკავშირების გზა, ქართულ საგანამანათლებლო სივრცეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი და კონკურენტული უპირატესობა უნდა გახდეს" - განაცხადა ჟიურის წარმომადგენელმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა.
პროექტს მაღალ შეაფასებას აძლევს უშუალოდ პროექტის მრჩეველიც მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი - ჩარიტა ჯაში. "სტუდენტებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს ქართულ ბაზარზე პროდუქტისა და მომსახურების პოზიციონირების, გაყიდვების, მომხმარებელთა სტიმულირების სხვადასხვა ბიზნეს კეისი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული და უცხოური ერთობლივი კომპანიები წარმატებულ ბიზნეს საქმიანობებს ახორციელებენ ქვეყანაში. უცხოელ პარტნიორებთან კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობა მომავალი ბიზნეს-კარიერის მნიშვნელოვანი ფაქტორია.Uუნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობ პროფესიულ ცოდნასთან ერთად კარგად ფლობს უცხო ენას და თავისუფლად ინტეგრირდება მსგავს კომპანიებში. ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად შესძლეს ბიზნეს პროექტების ინგლისურ ენაზე წარმოდგენა. კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს, რადგან სტაჟირება მსგავს კომპანიებში საუკეთესო შანსია ახალგაზრდებისათვის" - აღნიშნავს ჩარიტა ჯაში.
სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას გაზაფხულის სემესტრშიც აქტიურად გააგრძელებს. განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის პრიორიტეტია თსუ-ს სტუდენტთათვის ცოდნის ამაღლებისა და რეალიზების ყოველგვარი შესაძლებლობის შექმნა და იმ საკმაოდ კვალიფიციური სტუდენტური რესურსის გამოყენება, რაც თსუ-ს რეალურად გააჩნია. პროექტის აკადემიურმა დონემ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც იმაში გამოიხატა, რომ თბილისის მერიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ენრი დოლიძემ თსუ-ს სტუდენტებს საერთაშორისო ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მიღება შესთავა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში შედგება, ხოლო “Georgian Business Consulting”-ის კომერციული განყოფილების უფროსი ირაკლი ლექვინაძე თსუ-ს სტუდენტების ჩართვას გეგმავს კომპანიისა და საერთაშორისო ფონდების სტაჟირების პროგრამებში. აღნიშნული ღონისძიება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს: ფაკულტეტის 15 სტუდენტი იანვრიდან სტაჟირებას როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის კომპანიებში გაივლის.