2019-09-16
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა დღეს, 16 სექტემბერს, თსუ მაღლივი კორპუსის ეზოში.შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. მისასალმებელი სიტყვით პირველკურსელებს მიმართეს პროფესორებმა ელგუჯა მექვაბიშვილმა და თეიმურაზ შენგელიამ.
შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას.
დამონატაჟებული ეკრანიდან პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა და გამოჩენილმა უნივერსიტეტელებმა.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ უნივერსიტეტის ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა ფაკულტეტის სამი ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი: ლუკა კუპრაშვილი, ანასტასია ცირეკიძე, მარიამ გიორგაძე. სამივე ინგლისურენოვანი პროგრამის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეა. ლუკა კუპრაშვილმა მადლობა გადაიხადა საჩუქრებისათვის და პირველკურსელებს უნივერიტეტის სტუდენტობა მიულოცა.
გაისმა აკადემიური ჰიმნი - გაუდეამიუს იგიტურ. ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გილოცავთ!
« იხ. ყველა სიახლე