24 თებერვალს თსუ-ს Bloomberg-ის ლაბორატორიას სტუმრობნენ Bloomberg-ის ლონდონის სათაო ოფისის წარმომადგენლები ალექსანდრე არტიმოვი და ალექს ვენჰამი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე, თსუ-ს Bloomberg-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი ემზარ ჯგერენაია და თსუ-ს Bloomberg-ის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი მაკა ღანიაშვილი.
შეხვედრაზე მოხდა ლაბორატორიის მუშაობის5 თვის შეჯამება, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს Bloomberg-ის ლაბორატორიის სასწავლო პროცესში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სიახლეები.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს Bloomberg-ის რესურსების სასწავლო პროცესში ინტეგრაციასა და სილაბუსებში ჩართვას.
მთავარ გამოწვევად დასახელდა ლაბორატორიის სამუშაო პროცესში თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რაც თავის მხრივ აფერხებს სილაბუსების ინტეგრაციას.
ალექს ვენჰამმა ისაუბრასასწავლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობასთან დაკავშირებით.Bloomberg-ის ფუნქციების გასაცნობად და ასათვისებლად მათთვის მხოლოდ Bloomberg-ის help desk-ის გამოყენებაა საკმარისი, რომელიც ტერმინალის მომხმარებლებს ონლაინ რეჟიმში უხსნის და ასწავლის ნებისმიერ საჭირო და მისთვის საინტერესო ფუნქციას, მათი გამოყენების გზებს და ა.შ. მისი დახმარებით სტუდენტმა ნებისმიერი დავალება დამოუკიდებლად შეიძლება მოამზადოს პროფესორთა ჩართულობის გარეშე. Bloomberg-ს „დახმარების“ ფუნქცია სტუდენტებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ფუნქციებისშესწავლაში, მათ გამოყენებასა და მასალის ათვისებაში ონლაინ რეჟიმში ეხმარება. „დახმარების“ ფუნქცია 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
შეხვედრის ბოლოს განისაზღვრა უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმა:
1. Bloomberg-ისწარმომადგენელთა მხრიდან სტუდენტებისათვისHelp Desk-ისფუნქციისგასაცნობადმცირე ბროშურისმომზადება, რომელიც განთავსდება ლაბორატორიაში და ხელმისაწავდომი იქნება ნებისმიერ დროს ყველა სტუდენტისა თუ პროფესორ-მასწავლებლისთვის;
2. ფაკულტეტის მხრიდან იმ საგნებისა და სილაბუსების განსაზღვრა, სადაც უნდა მოხდეს Bloomberg-ის ტერმინალის ფუნქციებისა და სასწავლო კურსის -Bloomberg Market Concept (BMC) - ინტეგრაცია.
3. დაიგეგმა სამუშაო პროცესი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი უგზავნის სასურველი სილაბუსის/სილაბუსების თემებსBloomberg-ის წარმომადგენლებს და ისინი სხვადასხვა უნივერსიტეტებში არსებული გამოცდილების საფუძველზე აძლევენ რეკომენდაციებს ფაკულტეტს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სილაბუსში გაწერილი თემების ინტეგრაცია Bloomberg-ის რესურსებთან.