7 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტის "საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები" პრეზენტაცია. პროექტი მოამზადეს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ და ასოცირებულმა პროფესორებმა ბადრი რამიშვილმა.
პრეზენტაციას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.