2019-06-06
ა. წ. 11 ივნისს, სამშაბათს, 14:00 საათზე, 414-ე აუდიტორიაში, ჰანოვერის უნივერსიტეტის გარემოს ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ულრიკე გროტე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დიგიტალიზაცია: მდგრადი განვითარების შესაძლებლობები და რისკები“.
ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დასწრება თავისუფალია!
« იხ. ყველა სიახლე