2017-08-14

შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ:№140/01-01, 17.07.2017):

მობილობის ვადები:

პროცედურული ვადები:
•დოკუმენტაციის მიღება – 24 – 31 აგვისტო;
•უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 1 - 5 სექტემბერი;
•სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 6 - 7 სექტემბერი;
•ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 11 სექტემბერი.

საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის):

•უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - 1 სექტემბერი (10:00 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი (18:00 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 4 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
•გასაუბრება სპეციალობაში - 6 სექტემბერი.

•გასაუბრება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე გადმომსვლელთათვის – 1 სექტემბერი.

ვაკანტური ადგილები:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება №137/01-01, 12.07.2017

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა)განცხადება;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ)სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ)იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საერთაშორისო სამართალი“ გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარების შესახებ.
ი)იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „სამართალი“ გადმომსვლელებისათვის ცნობა უნივერსიტეტიდან მისაღებ გამოცდაზე უცხო ენისა და სპეციალობის ჩაბარების თაობაზე (მიღებული ქულების მითითებით);
კ)ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფიზიკა" გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.
ლ)სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე გადმომსვლეთათვის ინგლისურ ენაში B2 დონის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მ)სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ნ)სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ო)ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
პ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჟ)სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

კრედიტების აღიარება

მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ - №74/2012 დადგენილების შესაბამისად.

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2017 წლის 6-7 სექტემბერი.

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს თანხმობას/უარს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი № 166, ტელ.: (+995 32) 2 25 04 75

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 21 08

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 41 81; (+995 32) 2 30 36 71

საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74))

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი № 117, ხელშეკრულების გაფორმება ოთახი N135; ტელ.: (+995 32) 2 29 05 96. (+995 32) 2 29 08 19.

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69;

Print

« იხ. ყველა სიახლე