2015-04-17
ოთხშაბათს, 22 აპრილს 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება სს სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის ვაკანსიებისა და სტუდენტთა დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია.
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დაასრულა რეორგანიზაციის პროცესი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გამიჯნა. რეორგანიზაციის შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზი წარსდგება იმედი L – ის ბრენდით.
სს სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით).
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა – გაიაროთ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი
და დასაქმდეთ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში
სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება შედგება: ფიქსირებული ანაზღაურებისგან, საკომისიოსა და დამატებით – თვის რეიტინგით საუკეთესო აგენტები მიიღებენ ბონუსს.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
· სადაზღვევო პროდუქტის საცალო გაყიდვა და რეკლამირება (პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გადყიდვა);
· პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება.
· არსებული კლიენტებისთვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება;
· სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
· სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
· სასაუბრო და წერა–კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
· კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
· კომუნიკაბელურობა;
· პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
· ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
· ენერგიულობა;
· სისხარტე;
· მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
· ორგანიზებული ;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
« იხ. ყველა სიახლე