ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-03

II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”

2017 წლის 3 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.

კონფერენცია მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

კონფერენციზე მოწვეულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები და სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები. მასზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 7 სახელმწიფოს 140-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.

პლენარულ სხდომას იძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნუნუ ოვსიანიკოვა.

სტუმრებს ასევე მიესალმნენ აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქალაქ თბილისის მოქმედი მერი, პროფესორი დავით ნარმანია, თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძრვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ სართანია, ინგოლშტატის ტექნიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი გიუნტერ ჰოფბაუერი, ვურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორები რაინერ ვენერი, ემინ აქჩაუღლუ და სხვები.

იმავე დღეს, პლენარული სხდომის შემდეგ, მუშაობა გაგრძელდა სექციებში. თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 13 სექცია.

მეორე დღეს, 4 ნოემბერს, კონფერენციის მონაწილე უცხოელი და ქართველი სტუმრებსათვის შემუშავდა კულტურული პროგრამა.





Print

« იხ. ყველა სიახლე