2015-04-29
თანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქველმოქმედო ორგანიზაცია "სწავლის ხელშეწყობის ფონდსა" და შპს „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის
28 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქველმოქმედო ორგანიზაცია "სწავლის ხელშეწყობის ფონდსა" და შპს „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ახალი თაობების სრულფასოვანი განათლების, აღზრდის ხელშეწყობისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისაკენ.
მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია ფონდში, ყოველთვიურად შეიტანს თანხებს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა ფონდის მიერ, დადგენილი წესით, მოხდეს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება.
კომპანია მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან სტუდენტური პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე და უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკა, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის ფარგლებში.
მემორანდუმს უნივერსიტეტის სახელით ხელი მოაწერა რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, შპს „ქართული ლუდის კომპანიის“ დახელით, მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ცეზარ ჩოჩელმა, ხოლო საქველმოქმედო ორგანიზაცია "სწავლის ხელშეწყობის ფონდს" სახელით, გამგეობის თავმჯდომარემ, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ქალბატონმა მანანა ხარხელმა.
ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წარმომადგენლები.

« იხ. ყველა სიახლე