2014-07-02

ახალი სახელმძღვანელოს „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია თსუ-ში

1 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების ირაკლი კოვაზნაძის და გოგი კონტრიძის წიგნის - „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საბანკო საქმის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ეკონომიკური პროფილის სხვა მიმართულებების მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. სახელმძღვანელო ასევე დაეხმარება მეცნიერ-მკვლევრებს, ეკონომისტებსა და პრაქტიკოს ბანკირებს საქმის ცოდნის გაღრმავებაში.






Print

« იხ. ყველა სიახლე