29 მარტს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტს ბაზისბანკის კომერციული დეპარტამენტისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრენ. მათ სტუდენტებს გააცნეს ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრაქტიკისა და დასაქმების შესაძლებლობებზე ესაუბრენ.
საბანკო კარიერის წარმატებულად დაწყბისათვის ცალსახად მნიშვნელოვანია საფინანსო განათლების საფუძვლები. მოცემულ პერიოდში ბანკს აქვს სურვილი შესაბამისი ცოდნის მქონე სტუდენტებს პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა მისცეს ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ექსპერტი, მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი, აგრო სესხების ექსპერტი. დაინტერესებული კანდიდატები, გაცნობითი ინტერვიუს შედეგად შეირჩევიან სტაჟირების პროცესისთვის, რომლის მსვლელობისას შეძლებენ, როგორც შესაბამისი პოზიციის ფუნქცია-მოვალეობების დეტალურად გაცნობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, ასევე ზოგადად საბანკო სტრუქტურის ცოცხალ სამუშაო პროცესში დაკვირვებას. წარმატებულ სტაჟიორებს ექნებათ საბანკო კარიერის დაწყების შესაძლებლობა ს.ს ბაზისბანკში.
ს.ს ბაზისბანკი 25 წლის მანძილზე ინარჩუნებს სტაბილური ფინანსური
ინსტიტუტის სახელს. მუდმივად მზარდი ორგანიზაცია, კი ყოველთვის ცდილობს
პოტენციალის მქონე საინტერესო კანდიდატების მოძიებას. ორგანიზაციაში,
მიმდინარედ ბევრი წარმატებული თანამშრომლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.