2019-10-02

უნგრელი პროფესორების ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს პლუსის“ პროგრამის ფარგლებში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრისა და ტურიზმის კვლევითი ცენტრის მოწვევით მოწვევით, თბილისში იმყოფებოდნენ უნგრეთის ქალაქ მისკოიცის მსოფლიო და რეგიონული ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ნოემი ჰაჯდუ და კატალინ ლიპტაკი.

30 სექტემბერს მათ ჩაატარეს ორი საჯარო ლექცია შემდეგ თემებზე:

1.  ახალი ტრენდი მარკეტინგში, მომხმარებლის ქცევა და ყიდვის პროცესი;

2. ევროპის დასაქმების პოლიტიკა, მობილურობა და მიგრაცია, ახალგაზრდების მობილურობა პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში.

იმავე დღეს, სტუმრები მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.  შეხვედრას ესწრებოდა აკადემიური მასპინძელი, ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი. საუბარი შეეხეო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.









Print

« იხ. ყველა სიახლე