უკრაინის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ინსტიტუტის, პოლონურ ფონდ ADD-სა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით 2017 წლის 3 აპრილის თბილისში გაიმართა საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „მდგრადი განვითარება 2030: ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და პოლიტიკური შემადგენელი“.
კონფერენცია, რომლის მიზანს, ინტელექტუალური რესურსების ინტეგრაციისა და ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, მდგრადი განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ფორმირების ხელშეწყობა წარმოადგენდა გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ.
კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეებს მისასალმებილი სიტყვით მიმართა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის კოორდინატორმა, ბატონმა ნილ სკოტმა.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვუდნენ ქართველი და უკრაინელი მეცნიერ-ეკონომისტები, რის შემდეგაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართა დისკუსია.