2019-01-25
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია, განსაზღვროს უნივერსიტეტისა და ფონდის შესაბამისი როლი და პასუხისმგებლობები საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის საქმეში; გაწიოს საკონსულტაციო მომსახურება ფონდისა და მისი კლიენტებისათვის საქართველოში ფინანსური სექტორის ჯგუფებისათვის; განახორციელოს სამთავრობო სტრუქტურებთან მიმდინარე მოლაპარაკებების კოორდინაცია. ხელი შეუწყოს სტუდენტთა პრაქტიკებს, კვალიფიკაციის ამაღლებას და კურსდამთავრებულთა დასაქმებას. მემორანდუმი მომზადდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ინიციატივით. მას ხელი მოაწერსეს თსუ რექტორმა ბატონმა გიორგი შარვაშიძემ და
JPA International-ის
დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ფონდის
გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა
ჟაკს პოტდევინმა.
« იხ. ყველა სიახლე