გასული წლის 29 დეკემბერს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს ოფისში (თსუ, მ/კ, აუდ.#1008) ჩატარდა მორიგი ტრენინგი. ამჯერად ტრენინგის თემა იყო „დროის მართვა“. ტრენერი გახლდათ ცენტრის დირექტორი, ბატონი გიორგი შიხაშვილი. მან მსმენელებს საინტერესო რჩევები მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლონ დროის სწორად განაწილება და მნიშვნელოვანი ფაქტორებისთვის ყურადღების მიქცევა.
ტრენინგს ესწრებოდნენ ცენტრ „იდეა“-ს წევრები: გვანცა კურატიშვილი, მთვარისა ქვრივიშვილი, გუგა ჯანვერდაშვილი, მარიამ მჭედლიშვილი, ნინო ფირალიშვილი, ტონი ძნელაძე, შოთა გაბადაძე და მირიან თედიაშვილი.
ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი, მრავლისმომცველი, შემოქმედებითი და ინტერაქტიური იყო. იგი მოიცავდა აუდიტორიისთვის გამიზნულ სპეციალურ კითხვებს, რაშიც ჩაერთვნენ სტუდენტები და საინტერესო მოსაზრებებიც გამოთქვეს. ამან უფრო მხიარული და საინტერესო გახადა შეხვედრა.
ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი ტრენინგები მიმართულია ცენტრის წევრების ტრენერებად ჩამოყალიბებისკენ. მაგალითად, იანვარში დაგეგმილია სპეციალური პრაქტიკული სამუშაოები ტრენერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ ტრენერის სერტიფიკატები. ეს, რა თქმა უნდა, მათ ძალიან დაეხმარებათ, რომ სამომავლოდ გზა გაიკვალონ წარმატებისკენ.
გვანცა კურატიშვილი,
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების
ცენტრ „იდეა“-ს მენეჯერი.