2015 წლის 7 აპრილს, თსუ სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი "იდეა"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის საპირის კოლეჯის პროფესორი რობერტ ალბინი. სტუმარი მიიღო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. საუბარი შეეხო თსუ-ს და ისრაელის უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და სტუდენტთა გაცვლის პერსპექტივებს.
იმავე დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა პროფესორ რობერტ ალბინის ლექცია თემაზე: "ბიზნესის
ეთიკა".