ფინალური გამოცდის ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები მიკროეკონომიკაში

მიკროეკონომიკა – ფინალური გამოცდა (ძირითადი) იანვარი, 2011 წელი

გამოცდის ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები


გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით.

გამოცდის ფორმატი 

I.    ორი თეორიული საკითხი (ქეის კითხვის მიხედვით);
II.    ორი ამოცანა;
III.     20 ტესტი.

შეფასების ქულები და კრიტერიუმები

I.   თითოეული თეორიული საკითხის შეფასება 5 ქულა,  სულ 10 ქულა;
    
            
 შეფასების კრიტერიუმები:

1. პასუხის ლოგიკური და  თანმიმდევრული გადმოცემა – 2 ქულა;
2. ძირითადი ცნებების განმარტება 1 ქულა;
3. გრაფიკული ანალიზი – 2 ქულა;

II.  თითოეული ამოცანის  შეფასება 5 ქულა,  სულ 10 ქულა;

 შეფასების კრიტერიუმები:

  1. სწორი პასუხი ფორმულებისა და ლოგიკური მსჯელობის გამოყენებით  – 5 ქულა;
  2. პრობლემის ლოგიკურად დასმა, მაგრამ ნაწილობრივ  მცდარი მათემატიკური ანალიზი   3 ქულა;
  3. საკითხის დასმა, მაგრამ მცდარი ფორმულები, მცდარი გრაფიკული ანალიზი, არასწორი პასუხი 1 ქულა.
III. თითოეული ტესტის შეფასება 1 ქულა, სულ 20 ქულა.
მაქსიმალური შეფასება 40 ქულა

თეორიული საკითხების პროგრამა
  1. სარისკო გადაწყვეტილებები
  2. სარისკო შედეგების შეფასება
  3. რისკის პრემია
  4. წარმოება ერთი ცვალებადი ფაქტორის გამოყენებით. Kკლებადი ზღვრული მწარმოებლურობა
  5. წარმოება ორი ცვალებადი ფაქტორის საშუალებით; იზოკვანტები და ტექნიკური შენაცვლების ზონა
  6. მწარმოებლის წონასწორობა
  7. მასშტაბიდან უკუგება
  8. მუდმივი, ცვალებადი და მთლიანი დანახარჯები;  საშუალო მუდმივი, საშუალო ცვალებადი და საშუალო მთლიანი დანახარჯები
  9. ფირმის ამონაგები და წარმოების დანახარჯები
  10. იზოკოსტა და წარმოების ფაქტორთა დანახარჯები
  11. დანახარჯების მინიმიზაცია გამოშვების მოცულობის ცვლილებისას (წარმოების გაფართოების ტრაექტორია)
  12. წარმოების სიხისტე მოკლევადიან პერიოდში
  13. გრძელვადიან და მოკლევადიან დანახარჯებს შორის დამოკიდებულება
  14. ზღვრული ამონაგები, ზღვრული დანახარჯები და მოგების მაქსიმიზაცია
  15. კონკურენტული ფირმის მოგების მაქსიმიზაცია მოკლევადიან პერიოდში
  16. კონკურენტული ფირმის მიწოდების მრუდი მოკლევადიან პერიოდში
  17. წარმოების მოცულობის განსაზღვრა გრძელვადიან პერიოდში
  18. კონკურენტული ფირმის მიწოდების მრუდი გრძელვადიან  პერიოდში
  19. მწარმოებელთა და მომხმარებელთა ნამეტი
  20. მინიმალური ფასები
  21. გარანტირებული ფასები და ქვოტები წარმოებაზე
  22. საიმპორტო ქვოტები და ტარიფები
  23. გადასახადებისა და სუბსიდიების გავლენის შედეგები
                          
ამოცანების პროგრამა

თავი 6. არჩევანი განუსაზღვრელობის პირობებში

ამოცანები:  1, 2, 4, 7, 9.

თავი 7. წარმოების თეორია

ამოცანები:   2, 4, 5.

თავი 8. წარმოების დანახარჯები

ამოცანები:  1, 2,  4. 

თავი 9. მოგების მაქსიმიზაცია და კონკურენტული მიწოდება

ამოცანები:   5, 6, 7, 8.

თავი 10. კონკურეტნული ბაზრების ანალიზი

ამოცანები:   1, 3, 4. 


შენიშვნა:  ტესტები მოიცავს შემოდგომის სემესტრით გათვალისწინებულ ყველა თემის საკითხს  (1-10 თემების პროგრამას).