ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-17

ფინკა ბანკი აცხადებს საკრედიტო ოფიცრების სტაჟირების პროგრამას

 
სტაჟირების პროგრამა აძლევს მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას, პრაქტიკული და თეორიული ტრენინგებით დაეუფლოს საკრედიტო ოფიცრის პროფესიას.


პროგრამის მსვლელობისას მონაწილეებზე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია 150 ლარის ოდენობით.

პროგრამის ხანგრძლივობა: 10 კვირა.
ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
 
რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

** კომპანიის საკრედიტო პროდუქტები და შესაბამისი პროცედურები;
** გაყიდვები და მომხმარებელთან ურთიერთობა;
** ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი და ბიზნეს რისკების შეფასება;
** საკრედიტო პორტფელის მართვა.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით)
** მცირე სამუშაო გამოცდილება (სასურველია გარე გაყიდვების აგენტად ან წარმომადგენლად);
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა კონკრეტულ რეგიონებში შესაძლებელია მოითხოვებოდეს რუსული ენის ფლობა აუცილებელ პირობად;
** რეგიონის კარგად ცოდნა.

 სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, ა.წ. 20 მაისს 14:00 სთ.
დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე