ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-10

თანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის

2014 წლის 10 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
ხელშეკრულების თანახმად, თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტთან ერთად დაიგეგმება საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები; გაიმართება სამუშაო შეხვედრები, ერთობლივი სემინარები, კონფერენციები და სიმპოზიუმები. სასწავლო პროექტების განხორციელების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  რეკომენდაციას გაუწევს უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ და წარდგენილ სასწავლო და კვლევითი ხასიათის პროექტებს, რათა მათ მოიპოვონ დაფინანსება ადგილობრივი ან უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან. უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და კონფერენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უნივერსიტეტისათვის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკას და სტაჟირებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

 



Print

« იხ. ყველა სიახლე