2016-04-08

„მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკანდინავიური მოდელი“ - ოსტფოლდის უნივერსიტეტის პროფესორის დანუთა ტომჟაკის ლექციების ციკლი თსუ-ში

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის (მე-3 და მე-4 კურსი) და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის იგეგმება თავისუფალი ლექციების ციკლი თემაზე:

„ეკონომიკური პოლიტიკის საკანდინავიური მოდელი (Macroeconomic Policy and the Nordic Model)”

ლექციების კურსს გაუძღვება ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი, ოსტფოლდის უნივერსიტეტის პროფესორი, დანუთა ტომჟაკი (Danuta A. Tomczak, PhD)

ლექციები გაიმართება 2016 წლის 12 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, ყოველ დღე 2 აკადემიური საათი (ჯამში 8 საათი).

სამუშაო ენა ინგლისური.

კურსის დასასრულს მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა სერტიფიკატები.

პირველი ლექცია ჩატარდება სამშაბათს, 12 აპრილს, 16:00 სთ.
თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში,
იქვე მოხდება კურსზე რეგისტრაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე