2019-04-11

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევითი ცენტრის დირექტორს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატ ვლადიმერ პაპავას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, თსუ-სა და ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. იგი 261 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, ლიცენზიისა და პატენტის ავტორია.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით ვოლიცავთ ბატონ ვლადიმერ პაპავას კიდევ ერთ აღიარებას!








Print

« იხ. ყველა სიახლე