შუალედური გამოცდის პროგრამა მიკროეკონომიკაში

შუალედური გამოცდის პროგრამა  მიკროეკონომიკაში
აპრილი, 2011 წელი

I თეორიული საკითხები

თავი 11. მონოპოლია და მონოფსონია

1. მოგების მაქსიმიზაცია მონოპოლიის პირობებში
2. მონოპოლიური ფასდადება
3. მონოპოლიური ბაზრის სტატიკური ანალიზი
4. მრავალი საწარმოს მქონე მონოპოლია. კარტელი
5. მონოფსონიური წონასწორობა

თავი 12. ფასწარმოქმნა
1. პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაცია
2. მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია
3. მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია
თავი 13. მონოპოლისტური კონკურენცია და ოლიგოპოლია

1. მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის თავისებურებები; წონასწორობა მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე
2. მონოპოლისტური კონკურენცია და რეკლამა
3. წონასწორობა ოლიგოპოლიურ ბაზარზე
4. კურნოს მოდელი
5. ოლიგოპოლიური ფასწარმოქმნა მოთხოვნის ტეხილი მრუდი

თავი 14. თამაშთა თეორია და სტრატეგიული ქცევა
1. ურთიერთდამოკიდებული გადაწყვეტილებები და ნეშის წონასწორობა
2. განმეორებადი თამაშები
3. მიმდევრობითი სვლის თამაშები და სტრატეგიული სვლა

II.    ამოცანები

თავი 11     1, 2,  3,  4,  5.
თავი 12     1, 3,  5.
თავი 13     2, 5.
თავი 14     1, 3.


გამოცდის ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები

გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით.
გამოცდის ფორმატი 

I.    ორი თეორიული საკითხი (ქეის კითხვის მიხედვით);
II.    ორი ამოცანა;
III.     10 ტესტი.

შეფასების ქულები და კრიტერიუმები

I. თითოეული თეორიული საკითხის შეფასება 5 ქულა,  სულ 10 ქულა;                 
შეფასების კრიტერიუმები:
1. პასუხის ლოგიკური და  თანმიმდევრული გადმოცემა – 2 ქულა;
2. ძირითადი ცნებების განმარტება 1 ქულა;
3. გრაფიკული ანალიზი – 2 ქულა;

II. თითოეული ამოცანის  შეფასება 5 ქულა, სულ 10 ქულა;
 
შეფასების კრიტერიუმები:
1.    სწორი პასუხი ფორმულებისა და ლოგიკური მსჯელობის გამოყენებით  – 5 ქულა;
2.    პრობლემის ლოგიკურად დასმა, მაგრამ ნაწილობრივ  მცდარი მათემატიკური ანალიზი   3 ქულა;
3.    საკითხის დასმა, მაგრამ მცდარი ფორმულები, მცდარი გრაფიკული ანალიზი, არასწორი პასუხი 1 ქულა.

III. თითოეული ტესტის შეფასება 1 ქულა, სულ 10 ქულა.

ჯამი – 30 ქულა.