ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი ,,იდეა“ მასპინძლობდა კოსტა-რიკელ სტუმარს
მიმდინარე წლის 11 მაისს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ ,,იდეა“-ში გაიმართა შეხვედრა კოსტა-რიკელ სტუმართან, ბატონ ნორმან ვილალობოსთან. იგი არის უნივერსიტეტის პროფესორი და ამასთან წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე.
კოსტა–რიკელი სტუმარი დაინტერესდა ცენტრის საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით. საუბარი შეეხეო სამომავლო გეგმებსაც, მათ შორის, კოსტა-რიკელი და ქართველი სტუდენტების დაახლოების პერსპექტივებს.
ბატონი ნორმანი ცენტრ "იდეას" წარმომადგენელ ირაკლი სვანიძესთან ერთად ხუთი დღით იმყოფებოდა სვანეთში, სადაც სტუმრობდა მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოს ილარიონის (ქიტიაშვილი) რეზიდენციას.
ცენტრ „იდეა“-ს მმართველობითი გუნდის გადაწყვეტილებით, ბატონო ნორმან ვილალობოსი შეყვანილია ცენტრის მრჩეველთა საბჭოში.
მან პირობა დადო, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, შეხვდება ადგილობრივი უნივერსიტეტებისა და ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა დასახონ საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები. უკვე დღეს ბატონი ნორმანი გვთავაზობს ორი კონკრეტული ერთობლივი პროექტის გააზრებას და სათანადო გეგმის შემუშავებას. ესენია: 1) თბილისის შემოგარენის გამწვანება და 2) მესტიის დასუფთავება.