ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-21

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევენ სტუდენტებს კონკურსში " სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014" მონაწილეობისთვის.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

კონკურსი წარიმართება 4 უმაღლეს სასწავლებელში,რომელთა ბაზაზეც არსებობს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.
კონკურსის ფარკლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, გუნდები გაივლიან რამდენიმე ეტაპს.

კონკურსი მოიცავს 2 ეტაპს - შიდასაუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთაშორისი კონკურსები, რომელებიც წარიმართება ორი პარალელური მიმართულებით : 1.არსებული სოციალური საწარმოებისთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრაზე მიმართული პროექტების შედგენა და პრაქტიკაში განხორციელება; 2. საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით სოციალური საწარმოს კონცეფციის და შემდგომ სრული ბიზნეს-პროქეტის შემუშავება. გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაინტერესებულმა სტუდენტებმა 31 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) ელ-ფოსტაზე: likagod@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 558399001 ან ესტუმრეთ ვებ-გვერდს : www.gosocialenterprise.ge

პირველ ეტაპზე სტუდენტები შეირჩევიან CV-ის მიხედვით , შემდგომ ჩატარდება გასაუბრება.
Print

« იხ. ყველა სიახლე