სემინარების ციკლი: შეხვერდა ბატონ ლევან კალანდაძესთან

19 ნოემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის პროექტ "სემინარების ციკლი"-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები რიგით მესამე სემინარზე, საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ექსპერტს, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ლევან კალანდაძეს შეხვდნენ.

სემინარზე დეტალურად იქნა განმარტებული სადაზღვევო ორგანიზაციების ასევე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების რეალური არსი და ფუნქციები. Aასევე განიმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კანონი ,,დაზღვევის შესახებ’’, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, დაზღვევის სფეროსა და სადაზღვევო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები. შეხვედრა გაიმართა ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც განაპირობა საკმაოდ თავისუფალი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბატონ ლევანსა და სტუდენტებს შორის.

ბატონმა ლევანმა ახალგაზრდების მიერ დასმული შეკითხვების საფუძველზე განმარტა დაზღვევის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორმა, მათ შორის სიცოცხლის დაზღვევა, რაც სიბერის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა, სამედიცინო ბაზრის სტრუქტურა ( აღნიშნული სახის სადაზღვევო ხელშეკრულებათა რაოდენობა აღემატება 1440 მლნ. –ს.) და ე.წ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა, რომლის გადასახადი საშუალოდ თვეში 350 ლარს აღემატება. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ლევანმა მოუწოდა სტუდენტებს მათ სამომავლო საქმიანობაში ყოველი ნაბიჯის გადადგმისას წარმოაჩინონ, გამოკვეთონ პასუხი ერთ-ერთ უმთავრეს კითხვაზე what now? ( ახლა რას ვაკეთებ? ) ვიაიდან აღნიშნულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა საფუძველია სწორად მიღებილი გადაწყვეტილებებისა.

"სემინარების ციკლი"-ს ფარგლებში სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით თსუ-ს სტუდენტები ეკონომიკის დარგში კიდევ ბევრ ცნობილ ექსპერტს შეხვდებიან" - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, თინათინ ახვლედიანი.



ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი
თამარ თოფურია