2019-09-30

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე ატარებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზეტა ასათიანის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენციას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი
 
2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე ატარებს
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზეტა ასათიანის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ
საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენციას

საქართველოსა და სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

კონფერენციის ჩატარების ადგილი:
თბილისი, გ. ქიქოძის ქ. №14,  თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

კონფერენციის თემატიკა:
1.    პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების თეორიული პრობლემები;
2.   პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების  საერთაშორისო და გლობალური პრობლემები;
3.    პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების  მაკროეკონომიკური პრობლემები;
4.    პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების  მიკროეკონომიკური პრობლემები;
5.    პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების  სექტორული და რეგიონული პრობლემები;
6.    პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების  ფინანსური პრობლემები;
7.    პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკის ინოვაციური განვითარების   პრობლემები;
8.    პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების  ეკოლოგიური პრობლემები და სხვა ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემა;

კონფერენციის სექციები:
1.    თეორიული ეკონომიკის
2.    საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და გლობალიზაციის
3.    მაკროეკონომიკის
4.    მიკროეკონომიკის
5.    სექტორული და რეგიონული ეკონომიკის
6.    ბიზნესის ადმინისტრირების
7.    ფინანსებისა და საბანკო საქმის
8.    სოფლის ეკონომიკის
9.    ბუნებათსარგებლობა და გარემოს დაცვის
10.    სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების
კონფერენციის ჩატარების პირობები და ვადები:
ნაშრომების შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში დაიდება ინსტიტუტის კონფერენციების ვებ-გვერდზე – „ეკონომიკა – XXI საუკუნე“ (http://conferenceconomics.tsu.ge/?cat=mtv&leng=ge). თითოეულ ნაშრომს ექნება საკუთარი ელექტრონული მისამართი, რომლის გაცნობა და მასზე გამოხმაურება (აზრთა ურთიერთგაცვლა) კონფერენციის მსვლელობის დროს შეეძლება ყველა მონაწილეს. კონფერენციების ვებ-გვერდზე განთავსებული სტატია ითვლება გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომად, ვინაიდან თითოეულს აქვს თავისი მისამართი და ISSN კოდი (იგეგმება DOI კოდის მინიჭებაც).
ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: economics_institute@yahoo.com, ხოლო გამოხმაურებები (ასევე პასუხები გამოხმაურებებზე) ელ. ფოსტაზე: conferenceconomics@gmail.com (პაროლი - ekonomika2017).
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური – 30 ლარი. ნაშრომის მოცულობა (ინგლისური რეზიუმის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს. ყოველი მომდევნო გვერდის ღირებულება – 5 ლარი.
სასურველია კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა.
ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს კონფერენციის მსვლელობის პერიოდში. წარმოდგენის საბოლოო ვადა 2019 წლის 20 დეკემბერი, 17:00 სთ. მონაწილეობის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს ნაშრომის წარმოდგენასთან ერთად.
ამასთან ერთად, კონფერენციის მასალათა კრებულის ელექტრონული ვერსია PDF-ში დაეგზავნება ყველა მონაწილეს და დაიდება ინსტიტუტის ვებ-გვერდზე - http://pgie.tsu.ge/?menuid=36&lang=1).

ნაშრომების გაფორმების წესის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებ-გვერდზე - http://conferenceconomics.tsu.ge/?cat=mtv&leng=ge, შემდეგ - განყოფილება „ინტერნეტ კონფერენციები“, და ბოლოს - განყოფილება „მონაწილეებისთვის“.

გთხოვთ, აქვე გაიაროთ რეგისტრაცია.

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი:
თემურ გოგოხია (ხელმძღვანელი) - ტელ. +995 (591) 338955,
გოჩა გოგუაძე - ტელ. +995 (558) 945248,
ნინო კედია - ტელ. (+995 (555) 133050), (+995 (593) 133938),
ეთერ ჯაბანაშვილი  –  ტელ. +995 (558) 027822

კონფერენციის საბანკო ანგარიში
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისს ახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი –TRESGF22
მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 708967254

Print

« იხ. ყველა სიახლე