2016-06-20
თსუ სტუდენტთა 76-ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სამ ეტაპად.
I ეტაპი _ საკათედრო
(20-23 ივნისი);
II ეტაპი _ საფაკულტეტო
(28-29 ივნისი);
გამარჯვებული სამი საუკეთესო სტუდენტი (ბაკალავრი
I-III ადგილი, მაგისტრი
I-III ადგილი, დოქტორანტი
I-III ადგილი) მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მე-III საუნივერსიტეტო ეტაპზე.
გთხოვთ,
2016 წლის 24 ივნისს წარმოგვიდგინოთ:
1. კონფერენციის ჩატარების თარიღი;
2. ჟიურის შემადგენლობა;
3. მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი;
4. მოხსენების სრული დასახელება;
5. სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკა¬დემიური
თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი.
6. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება.
• საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (ნაშრომის მოცულობა მაქსიმუმ 20 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი ქართული ვერსიისათვის_
Sylfaen, შრიფტის ზომა – 12; რუსული და ინგლისური -
Times New Roman);
•
ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა)
14 Bold; ძირითადი ტექსტი
12;
•
რეზიუმე: ქართულ და ინგლისურ ენაზე, საკვანძო სიტყვები 3-5, შესავალი, 2-5 პარაგრაფი, დასკვნები და რეკომენდაციები, გამოყენებული ლიტერატურა
• ინტერვალი 1,5;
• გვერდის საზღვრები - 2,5.
« იხ. ყველა სიახლე