ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-25

ინტერდისციპლინური სემინარი TeamLAB GEORGIA იწვევს სტუდენტებს

საინფორმაციო შეხვედრა თსუ მაღლივ კორპუსში 26 ოქტომბერს, 14:00 სთ. აუდიტორია 206. დასწრება თავისუფალია!

გაცნობებთ, რომ
2016 წლის 10 დეკემბერს ფორუმ “შემოქმედებითი საქართველოს” ფარგლებში, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა "კულტურა და კრეატიულობა" და კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო აწყობს ინტერდისციპლინური ბიზნესგანვითარების სემინარს TeamLAB GEORGIA, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 50 სტუდენტს მოუყრის თავს.

TeamLAB GEORGIA - არის სემინარი, სადაც გუნდები იდეის გარშემო გაერთიანდებიან.

სემინარის ფარგლებში მოხდება ჯგუფებში იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება, განხილვა და შეფასება მენტორების დახმარებით. სემინარის მიზანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობა და შემოქმედებითი პროდუქტის/პროექტის შექმნა.

გამარჯვებული გუნდი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისგან "კულტურა და კრეატიულობა" მიიღებს პროექტის განვითარების პაკეტს.

* სემინარში მონაწილე სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს :
-  აპლიკანტი უნდა იყოს სტუდენტი
-   შემოქმედებითი გადაწყვეტისა და ინოვაციებისადმი ინტერესი;
-   გარკვეული ცოდნა შემდეგ სფეროებში: ხელოვნება, დიზაინი, შემოქმედებითი ქვესექტორები, საინჟინრო-ტექნიკური და ახალი ტექნოლოგიები (პროგრამების განვითარება, კოდების წერა), მარკეტინგი, პროექტის მენეჯმენტი და სხვა;
-   შემოქმედებითი პროდუქტის/მომსახურების იდეა, ან ინტერესი იდეების განვითარებისადმი.

სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/hu6ej0
* პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
* სამუშაო ენები - ქართული და ინგლისური
ყურადღება : რეგისტრაციის ბოლოვადაა 2016 წლის 7 ნოემბერი.
მისამართი: ტექნოპარკი,
ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა, თბილისი

https://www.facebook.com/events/362941224043483/
http://creativegeorgia.ge/cg/News/TeamLAB-Georgia.aspx

Print

« იხ. ყველა სიახლე