2017-07-17
სტუდენტური შეჯიბრი „ეკო-მასტერი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრისა და სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და თეორიული ეკონომიკის კათედრის პროფესორების უშუალო ორგანიზებით ა/წ 12 ივლისს ჩატარდა სტუდენტური შეჯიბრი „ეკო-მასტერი“.პროექტი მიზნად ისახავდა მიკროეკონომიკის და მაკროეკონომიკის პრინციპების სწავლების სტიმულირებას, გუნდური მუშაობის, შეჯიბრისა და სტიმულების ამოქმედების გზით ცოდნის ინტეგრირებისა და პრაქტიკულ სიტუაციებში მისი გამოყენების უნარების რეალიზაციას, სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლებას. სტუდენტური შეჯიბრი ,,ეკო-მასტერი“ უკვე მეოთხედ ტარდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. პროექტის ავტორი და კოორდინატორი არის თეორიული ეკონომიკის კათედრის ასოცირებულ პროფესორი მარინა ნაცვალაძე.
,,ეკო-მასტერი“ ჩატარდა სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდა მონაწილეთა რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ ჩატარდა მონაწილეთა შესარჩევი პრე-ტესტირება. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 90 სტუდენტიდან ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ყველაზე მაღალი ქულის მქონე 30 სტუდენტმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ 5 გუნდად: "ეკობუშტი", "ეკოჰოლიკი", "ალტერნატივა", "Wo(man)kiw" და ,,Bigcoin.“ გუნდებს მენტორობას უწევდნენ 2016 წლის ,,ეკო-მასტერის“ მონაწილე სტუდენტები.
ფინალურ ტურში ,,გონებრივი შტურმის“ მეთოდის გამოყენებით გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ 4 კატეგორიაში. თითოეულ კატეგორიაში დასმული იყო სხვადასხვა სირთულის 4 კითხვა, რომლებიც ჟიურის მიერ სხვადასხვა ქულებით ფასდებოდა.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტსი დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, თეორიული ეკონომიკის კათედრის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, მაკროეკონომიკის კათედრის გამგე, პროფესორი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ISET-ის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი ლაშა ლაბაძე, გალტ ენდ ტაგარტის მაკროეკონომიკური კვლევითი დეპარტამენტის ეკონომისტი, შავი ზღვის უნივერიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ქავთარაძე, თეორიული ეკონომიკის კათედრის ასდოცირებული პროფესორები: თამარ ათანელიშვილი, ინგა ბალარჯიშვილი, რუსუდან სირბილაძე, ასისტენტ პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე და თსუ-ის დოქტორანტი მარიამ საღარეიშვილი.
ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ,,ეკოჰოლიკი" (გიორგი რუსაძე, მერაბ სამხარაძე, მარიამ დედალამაზიშვილი, თენგიზ კაპანაძე, გურამ ღლონტი და თინათინ აბდალაძე).
გამარჯვებულ გუნდს ,,ეკოჰოლიკი" გადაეცა ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით. მეორე ადგილზე გასულ გუნდს „ეკობუშტი“ - 200 ლარი, ხოლო პროექტის ყველა ფინალისტს ორენოვანი სერთიფიკატები.
საუკეთესო შედეგების მქონე სამი გუნდებისთვის და მათი მენტორებისთვის 13 ივლისს მოეწყო ექსკურსია ვარძაში.
ფინალური ტურის დამთავრების შემდეგ როგორც მონაწილე სტუდენტები, ასევე ჟიურის წევრები და სტუმრები გამოთქვამდნენ კმაყოფილებას და სურვილს, რომ პროექტი ჩატარდეს ყოველწლიურად და გამოითქვა მოსაზრება, რომ სამომავლოდ მასში ჩაერთოს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
« იხ. ყველა სიახლე