2016-09-08

„სწავლის ხელშეწყობის ფონდის" განცხადება


მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის" კომისიის სხდომა.

კომისიამ განიხილა შემოსული განცხადებები და ფონდში აკუმულირებული თანხით დააფინანსა ფაკულტეტის ხელმოკლე და სოცილურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები.

ჯამში ფინანსური დახმარება გაეწია  ბაკალავრიატის 17 და მაგისტრატურის 5 სტუდენტს.

აქედან, 12 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის გადასახადი, ხოლო 10 სტუდენტს დაენიშნა ყოველთვიური სტიპენდია.

ფონდი მადლობას უხდის შემომწირველებს, რომელთა დახმარებითაც იგი უკვე ოთხი სემესტრის განმავლობაში ახორცილებს ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების დაფინანსებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე