2015-09-16

ასოცირებულმა პროფესორმა შალვა გოგიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თურქეთის ქალაქ შილეში

მიმდინარე წლის 9-16 სექტემბერს თურქეთის ქალაქ შილეში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „პერსონალის მართვა 21-ე საუკუნეში: კონკურენტუნარიანობის ფორმირება, განვითარება და შრომის ანაზღაურება“.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: პოლტავის (უკრაინა) სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი, ბელორუსიის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი, ყარაგანდის (ყაზახეთი) ეკონომიკური უნივერსიტეტი, ტაჯიკეთის კომერციის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციის ორგანიზაციაში მონაწილეობას იღებდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი შალვა გოგიაშვილი.
ბატონი შალვა გოგიაშვილი აღნიშნული კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით: „სოციალური დაცვის თავისებურებანი საქართველოში“, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებში დიდი ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა. გამოითქვა უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე