IT ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტების საყურადღებოდ

Startup დღეები

28-30 ივნისს, თბილისში გაიმართება ecaHack ჰაკათონი, ანუ მარათონი კოდირებაში. ღონისძიება დროის მოკლე პერიოდში კოდის წერის და ჯგუფური მუშაობის ექსტრემალური, უნიკალურ, საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს.

ecaHack აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20 ქალაქში იმართება. თბილისის შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი, საქართველოს სახელით ბუქარესტში ფინალურ ჰაკათონზე გამეგზავრება. გამარჯვების შემთხვევაში კი 3 თვიან მენტორულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მეშვეობითაც დახვეწს საკუთარ ბიზნეს იდეას და მას მსოფლიო დონის IT Startup -ად აქცევს. საუკეთესო გუნდებს გადაეცემათ პრიზები კომპანია „სამსუნგისა“ და პროექტის ორგანიზატორებისაგან.


პლატფორმა და თემატიკა:
მარათონი ანდროიდის პლატფორმაზე დაფუძნებულ მობილური აპლიკაციების შექმნას მოიაზრებს.


თემატიკა
პროექტის მიზანია მონაწილეებმა შექმნან ისეთი აპლიკაციები რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ და რეგიონალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს.


გუნდში წევრების რაოდენობაა 3 ადამიანი.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია . რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი.

3 დღიანი ღონისძიების განმავლობაში, მოწვეული სტუმრები Google, Linkedin, Cisco და სხვადასხვა IT კომპანიებიდან ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიურ მეწარმეობა, სტარტაპინგი, სოციალურ მედია-მარკეტინგი და სხვა. თუ გსურთ მხოლოდ ამ ორ ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია წინასწარ დარეგისტრირება. ადგილები შეზღუდულია.


ecaHack თბილისის ორგანიზატორები არიან: “თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.


ღონისძიების სპონსორები არიან: კომპანია „სამსუნგი“ და საქართველოს უნივერსიტეტი.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.


დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
ნინო ნანიტაშვილი, გიორგი კინწურაშვილი,
nino.nanitashvili@gmail.com, giorgi.kinn@gmail.com
599210067, 555281868