ა.წ. 13-14 მაისს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა მარიამ კოკილაშვილმა, ლევან ხასაიამ, ჯეინ გიორგობიანმა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტმა სალომე შავგულიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არენაზე აღიარებულ “ტურიზმის კვლევების სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში“, რომელიც ცნობილია სახელწოდებით - ISCONTOUR. ღონისძიება წელს ჩატარდა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, ინსბრუკის მენეჯმენტის სკოლის ბაზაზე. სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა პროფესორი იოსებ ხელაშვილი და ასისტენტ პროფესორი მერაბ ხოხობაია. სტუდენტების მიერ გაკეთებულმა პრეზენტაციებმა მოწონება დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოებისა და პროფესორების მხრიდან.