2016-11-24
შემოქმედებითი და ბიზნეს იდეების მქონე სტუდენტთა საყურადღებოდ
თუ გაქვთ ბიზნეს იდეა ან დაინტერესებული ხართ ინოვაციებით, შემოქმედებითობითა და მეწარმეობით, დარეგისტრირდით მულტიდისციპლინურ სემინარზე TeamLab Georgia, რომლის ორგანიზატორებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა არიან.
TeamLab ერთდღიანი სემინარია, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობა და ერთობლივი შემოქმედებითი პროდუქტის/მომსახურების შექმნა. სემინარში მონაწილე ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს და მენტორებთან ერთად განიხილავენ და შეაფასებენ მათ.
TeamLab Georgia სტუდენტებს დაეხმარება შემოქმედებითი ბიზნესიდეების დახვეწაში, საჭირო ცოდნისა და გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღებაში.
სემინარში მონაწილე საუკეთესო გუნდი 2017 წლის აპრილ-მაისში სასწავლო ტურით გაემგზავრება ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში. სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
სემინარის ფარგლებში, იდეის წარდგენის შემდეგ, სხვადასხვა პროფილის სტუდენტები გაერთიანდებიან შერჩეული იდეების გარშემო და შექმნიან სამუშაო გუნდებს. მენტორები სამუშაო დღის განმავლობაში მათ ბიზნესგეგმის და პროტოტიპის შემუშავებაში დაეხმარებიან. საგანგებოდ შერჩეულ ექსპერტთა ჯგუფი სემინარის ბოლოს გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.
სემინარის ხანგრძლივობა: 6 საათი.
მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2016 წლის 28 ნოემბრამდე.
https://goo.gl/hu6ej0
დამატებითი ინფორმაცია http://creativegeorgia.ge/cg/News/TeamLAB-Georgia.aspx
საკონტაქტო პირი - ელენე მეჩითოვა, კოორდინატორი ტელ: 593 22 42 86
helen.mechitova@gmail.com
« იხ. ყველა სიახლე