ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-18

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელთა საჯარო პრეზენტაციები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების   კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტების  საჯარო პრეზენტაციების სერიას. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.  მეცნიერთა მიღწევების გასაცნობად, აკადემიური სფეროს ინტეგრირებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარების მიზნით  პრეზენტაციები ჩატარდება სხვადასხვა უნივერსიტეტში.
პრეზენტაციები ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ჩატარდება 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში. მომხსენებლები:

-აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა - ეკონომიკური ზრდის მიხედვით დიდი ოცეულის მოწინავე ქვეყნების შესახებ (მკვეთრი ზრდის ეფექტის პრობლემა)
-ვახტანგ ჭარაია - ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების საკითხები (საქართველოს მაგალითი)
-ერეკლე პირველი - რეალურად რა განსაზღვრავს ფინანსური აღრიცხვის ხარისხს? საერთაშორისო დაკვირვება.

 დაინტერესებულ ყველა მსურველს შეუძლია თავისუფალად  დასწრება.

Print

« იხ. ყველა სიახლე