2014-04-17

პროფესორ იური ანანიაშვილის მოხსენება ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში


ა.წ. 22 აპრილს, სამშაბათს, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ტარდება სემინარის XXVIII გაფართოებული სხდომა.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იური ანანიაშვილი წარსდგება მოხსენებით "მაკროეკონომიკური წონასწორობის არასტანდარტული მოდელის" კვლევის შედეგების შესახებ, რომლის ავტორებიც არიან პროფესორი იური ანანიაშვილი და  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

სხდომა ჩატარდება გმი-ის ილია ვეკუას აუდიტორიაში,
დასწყისი 13:30 სათზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე