2017-11-10
თსუ სტუდენტთა 77-ე სამეცნიერო კონფერენცია
თსუ სტუდენტთა 77-ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ:
2017 წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო 77-ე კონფერენცია.
I ეტაპი - საკათედრო (10 ნოემბრამდე);
II ეტაპი - საფაკულტეტო (15 ნოემბერი);
I ეტაპზე გამარჯვებული სამი საუკეთესო სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი დოქტორანტი) მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მე-II ეტაპზე.
ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება.
- საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (სტატიის მაქსიმალური მოცულობა 10 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი _ AcadNusx, შრიფტის ზომა – 10);
- ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) 14 Bold; ძირითადი ტექსტი 10;
- ინტერვალი 1,5;
- გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
პატივისცემით, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
« იხ. ყველა სიახლე