იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ იოჰანეს რუჰლანდის ვიზიტი თსუ–ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვევით თბილისში სტუმრად იმყოფებოდა გერმანელი პროფესორი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის გამგე იოჰანეს რუჰლანდი. მასი ვიზიტის მიზანი იენის და თბილისის უნივერსიტეტების ეკონომიკის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება იყო. ბატონი რუჰლანდი შეხვდა თსუ რექტორს პროფესორ გიორგი ხუბუას, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ელენე ხარაბაძეს, ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს და მაგისტრანტებს. ამას გარდა, ბატონმა რუჰლანდმა მოაწყო საკუთარი ნაშრომის პრეზენტაცია – ინფორმაციული ტექნოლოგიები სამედიცინო სფეროს მენეჯმენტში.