2015-12-23

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პირველკურსელებს შეხვდა

2015 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელების შეხვედრა დეკანატთან, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, მისი მოადგილეები ასოცირებული პროფესორები მარინა ჩავლეიშვილი და ნინო ფარესაშვილი, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი,  ადმინისტრაციული სამსახურების უფროსები და კეთედრების ხელმძღვანელები.

განხილული იყო სტუდენტების მიერ დაყენებული საკითხები, რომლებიც უკავშირდება სასწავლო, საგამოცდო და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურულ პრობლემებს.

დეკანატის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტთა შეკითხვებს. ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და მას სისტემატიური ხასიათი მიეცემა.








Print

« იხ. ყველა სიახლე