ამ დღეებში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ ისრაელიდან მადლობის წერილი მიიღო. წერილის ავტორია ებრაელი პროფესორი რობერტ ალბინი (ისრაელი, საპირის კოლეჯი). იგი ა.წ. 20-21 სექტემბერს მონაწილეობას იღებდა ქალაქ სიღნაღში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“ -ს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარებულ მე-2 საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა” მუშაობაში:
Dear Prof. Beridze,
I wish to express my thanks for my invitation to participate in the Georgia-Israel Relations: Organizing and Managing Agribusiness held in Signaghi. This is the second time for me to meet with your students and I have been moved greatly by them. They appear to be serious, quick learners and sharp minded alongside expressing a natural joy and a sense of respect. All of those help me feel uplifted and optimistic regarding their academic and professional future. I find those qualities admiring and I wish you would deliver my words to them.
Yours sincerely,
Robert Albin