სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დელეგაცია თსუ-ში
31 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველი ბორის ვუჯიჩი (Boris Vujcic), მონტენეგროს ცენტრალური ბანკის ალტერნატიული მმართველი ნიკოლა ფაბრისი (Nikola Fabris) საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მენო შნელი (Menno Snel), მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრანკ ჰიმსკერკი (Frank Heemskerk), ქართული მხრიდან - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ეწვივნენ.
გაიმართა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის.
საქართველოსთვის, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერისთვის, ამგვარი ლექციები კარგი შესაძლებლობაა, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წევრებისგან, მოქმედი ფინანსისტებისა და ეკონომისტებისგან მოისმინონ ინფორმაცია გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და პროგნოზებზე.
საჯარო ლექციას დაესწრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ასევე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ მოწვეული სტუმრებისთვის დაესვათ შეკითხვები.