2014-02-05

თიბისი ბანკის საკრედიტო ექსპერტების სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

საკრედიტო ექსპერტების სტაჟირების პროგრამა
სს თიბისი ბანკი იწყებს საკრედიტო ექსპერტების სტაჟირების პროგრამას უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტებისთვის.
ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ  მოტივირებულ, აქტიურ და მიზანსწრაფულ სტუდენტებთან
რომელთაც აქვთ სწავლის, დასაქმების და შემდგომში კარიერული განვითარების სურვილი.
სტაჟირების პერიოდში სხვადასხვა ტრეინინგების საშუალებით სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გააძლიერონ თავიანთი უნარები და ღრმად შეისწავლონ ახალი საქმიანობა. სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები    
     უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
     დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
     ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
     საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
     სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის  გამოცდილება;

ფუნქცია - მოვალეობები    
     გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით ახალი კლიენტების მოზიდვა;
     დაწესებული გეგმების შესრულება;
     ძველი კლიენტებისთვის დამატებით საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება;
     კლიენტთან პირველადი გასაუბრების შედეგად მათი ზუსტი საჭიროების გამოვლენა:
     კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება და პრეზენტაციების ჩატარება.

უნარები
     მოტივირებული;
     ლიდერი;
     აქტიური;
     თავაზიანი;
     ანალიტიკურად მოაზროვნე;
     კომუნიკაბელური;
     ორგანიზებული;
     პასუხისმგებლიანი;
     გუნდური;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ  მისამართზე - bba@tbcbank.com.ge  

გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის სახელწოდება - საკრედიტო ექსპერტების სტაჟირების პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი 2014 წ.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე