ა.წ. 8 აპრილს, სამშაბათს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვია იენის (გერმანია) ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ კლაუს დიკეს ხელმძღვანელობით.
გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.
საუბარი შეეხეო ორი უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ ორმაგი ხარისხის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას"საერთაშორისო საწარმოთა მართვა" და სამომავლო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს.