2019-01-30
დოქტორანტ რევაზ გერაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
2019 წლის 26 თებერვალს, 14.00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რევაზ გერაძის სადისერტაციო ნაშრომის: „ ფინანსური ლიბერალიზაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე“, საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრები: პროფესორი ირაკლი კოვზანაძე (თავმჯდომარე), პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი (მოადგილე), პროფესორი ნუგზარ თოდუა, პროფესორი ლევან საბაური, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ემერიტუსი პროფესორი ელენე ხარაბაძე, ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი, პროფესორი თემურ ყანდაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნოვერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური (მდივანი), ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი, ასოცირებული პროფესორი ემზარ ჯგერენაია.
« იხ. ყველა სიახლე