2017-05-05

ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი , ასევე  იმ სტუდენტებმა, რომლებიც   წინა კალენდარულ სემესტრში იმყოფებოდნენ გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე,    უნდა წარადგინონ:

1) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხილე ბმული) ;

2) პირადობის მოწმობის ასლი;

3) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი, კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით  (რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);  

4) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;

5)    უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის  დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6) ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან ( ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 მაისის ჩათვლით, 18:00 სთ.

საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა  მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 311  ოთახი.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
Print

« იხ. ყველა სიახლე