ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ორმაგი ხარისხით: “Managing International Enterprises”

დაიწყო საბუთების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
-სამაგისტრო პროგრამის სახელწოდებაა “Managing International Enterprises”
-სწავლების ენა ქართული და ინგლისური
-მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: მაგისტრის ორმაგი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი /Master of Business Administration (MBA) თსუ–დან და მეცნიერებათა მაგისტრი / Master of Science იენის უნივერსიტეტიდან.
საბუთების მიღება: 1 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. 09:00-დან 13:00 საათამდე და 14:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართი: თსუ მაღლივი კორპუსი, ოთახი 602.
1-ლი გამოცდა: ინგლისური ენა - 30 აგვისტო (იმათთვის ვინც არ განთავისუფლდება გამოცდისგან)
მე-2 გამოცდა: სპეციალობა - 6 სექტემბერი

მისაღები გამოცდის საკითხები სპეციალობაში:
I. ეკონომიკა
1. ეკონომიკური მოდელები;
2. მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა;  პოზიტიური ანალიზი და ნორმატიული ანალიზი;
3. მოთხოვნის ელასტიურობა
4. მიწოდების ელასტიურობა
5. ფასის კონტროლი
6. სამომხმარებლო დანაზოგი
7. მწარმოებლის დანაზოგი
8. გარეგანი ეფექტები
9. რა არის წარმოების დანახარჯები, მისი სახეები ?
10. რატომ  ჩნდებიან  მონოპოლიები ?
ლიტერატურა: გრ. მენქიუ. ეკონომიკის პრინციპები. თბ., 2008 წ. 
II. ბიზნესის საფუძვლები
ესსეები

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი:  2 30 41 49, მობილური:  5 99 23 77 99
www.mie.tsu.edu.ge