2014-01-30
2014 წლის სამეცნიერო ფორუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N#02/29 29.01.2014
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2014 წლის სამეცნიერო ფორუმის ორგანიზებულად ჩატარების მიზნითეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N#02/29 29.01.2014
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის მიერ, თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის # 150/01–01 ბრძანების (იხ.დანართი) შესაბამისად,
2. მოხსენების წარმოდგენის უფლება აქვს ავტორს (ავტორთა ჯგუფი), რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერესონალის წევრია ან ამ ფაკულტეტის სამეცნიერო პროფილის შესაბამის თსუ–ს დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის პირია (გარდა ინდივიდუალური მონაწილისა) .
3. წარდგენილ იქნეს მოხსენებები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიაში 2014 წლის 28 თებერვალამდე, 18:00 სთ (თსუ X კორპ. ოთახი N310);
4. განთავსდეს კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ–გვერდზე.
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
6. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ. თ. ბერიძე
« იხ. ყველა სიახლე