2016-09-05

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ



2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №95/01-01, 15.06.2016) 
/ge/juridical/orders/bof8gm19WFb2FXdFj/?p=1

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით.  (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე). 

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები  (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ  N91/01-01, 08.06.2016   . ) /ge/juridical/orders/zl9roQ0NMvQdNGj/?p=1 

• საბუთების მიღება - 27 ივნისი - 1 ივლისი და 29 აგვისტო - 5 სექტემბერი; 
• გამოცდა უცხო ენაში - 8 სექტემბერი (9 საათი); 
• გამოცხადება - 13 სექტემბერი (18 საათი);
• გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 10 სექტემბერი (9 საათი);
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი; 
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი; 
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 14 - 16 სექტემბერი; 
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 17 სექტემბერი;
• ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 19 - 20 სექტემბერი; 
• საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის
დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 21 სექტემბერი;
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 22 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00  - 17:00 სთ.):

• განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV); 
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
• ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.


საკონტაქტო ინფორმაცია:  

მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 30 41 74

Print

« იხ. ყველა სიახლე